რეზონანსი
21.02.2020

(რეზონანსი) არ არის მართალი, თითქოს სერგეი ლავროვი თბილისში 2004 წლის შემდეგ არ ყოფილა. ის ჩამოსული იყო 2008 წელს,- ამის შესახებ გერმანიაში ახლადდანიშნული საქართველოს დესპანი, კონსტანტინე გამსახურდია სოციალურ ქსელში წერს.

„არ არის მართალი, თითქოს სერგეი ლავროვი თბილისში 2004 წლის შემდეგ არ ყოფილა. ის ჩამოსული იყო 2008 წელს, მიხეილ სააკაშვილის ინაუგურაციაზე და მაშინდელი ოპოზიცია მას შევხვდით თბილისი-მარიოტში, იპოდრომის მიტინგის შემდეგ. აღნიშნულ შეხვედრას ამ სტრიქონების ავტორის გარდა ესწრებოდნენ ლევან გაჩეჩილაძე, დავით გამყრელიძე, სალომე ზურაბიშვილი, ნესტან კირთაძე და კახა შარტავა. მახსოვს, როგორ აღთქმასავით დადო, ჩვენ არ ვაპირებთ აფხაზეთის და ცხინვალის ცნობასო," - წერს კონსტანტინე გამსახურდია.

ცნობისათვის, საქართველო, როგორც ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა - ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 130-ე შეხვდრას 2020 წლის 14-15 მაისს უმასპინძლებს. შესაძლოა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი დელეგაციასთან ერთად ჩამოვიდეს.

მინისტრთა კომიტეტი შედგება ევროპის საბჭოს 47 წევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებისგან ან სტრასბურგში მათი მუდმივი წარმომადგენლებისგან.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო არც უარყოფს და არც ადასტურებს ლავროვის შესაძლო ვიზიტს, თუმცა, ცნობილია, რომ მას არაერთხელ აქვს დარღვეული საქართველოს კანონი ოკუპაციის შესახებ.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (4)
ჩაწერა სახელი
ჭორლეონე   (22.02.2020)
გუგა ყლეო, ეს ნაბოზვარი და ამის ცოლისძმა სააკიანის ჩინოვნიკები იყვნენ 2008 წლის შემდგომ. დასაქმებულები იყვნენ საგარეო საქმეთა სამინისტროში. შე მუტელო. მაშინ რატომ არ თქვა ეს ამბავი? ეხლა გაიგო?

guga   (22.02.2020)
ჭორლეონე შე სირო. ის თქვა რომ რუსეთში სომხურ-დაშნაკური ლობის მამა, ქართველების დაუძინარი მტერი, ლავროვ-კალანტაროვი ჩამოვიდა და მიშა სააკაშვილ-სააკიანის პრეზიდენტად კურთხევას დაესწროო. ახლა მაინც შევიდა რამე შენს ყლეთავში?

სიმართლე   (21.02.2020)
რაც უნდა ეთქვა სწორედ ის თქვა.

ჭორლეონე   (21.02.2020)
მოგიტყან ათას ყლეზე გადამხტარი დედის მუტელი. მაგით რა გინდა ზთქვა?


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×