რეზონანსი
22.02.2020

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ჩინეთიდან ჩამოსულ საქართველოს მოქალაქეებს კორონავირუსის სიმპტომები არ უფიქსირდებათ. თუმცა, მიუხედავად ამისა, ისინი 2 კვირიან კარანტინს მაინც გაივლიან.

"მოქალაქეების დაბრუნება მოხდა სპეციალური თვითმფრინავის საშუალებით, რომელიც საქართველოს მთავრობამ უზრუნველყო და შემოსვლისას თითოეულ მათგანს ჩაუტარდა თერმოსკრინინგი, ეპიდემიოლოგის კონსულტაცია, ასევე იქ იყვნენ კლინიცისტი ექიმები. თითოეულმა მათგანმა შეავსო თვითმფრინავში ყოფნისას გარკვეული კითხვარი, თუ სად ბრძანდებოდნენ ბოლო დღეების და კვირების განმავლობაში, იყვნენ თუ არა შეხებაში კორონავირუსით დაინფიცირებულ ადამიანებთან.

ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, რომ რამდენიმე მათგანს შესაძლებელია, ჰქონოდა შეხება კორონავირუსით დაინფიცირებულ ადამიანთან, ამიტომაც აუცილებელი იყო ამ ტიპის ღონისძიების გატარება. ხაზს ვუსვამ, არც ერთს არც ტემპერატურა დაფიქსირებია, არც საეჭვო სიმპტომები, რომელიც კორონავირუსულ ინფექციას ახასიათებს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩაითვალა საჭიროდ, რომ მათ ორი კვირა უნდა გაატარონ კარანტინში შესაბამისი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ცნობისთვის, ჩინეთიდან საქართველოს 34 მოქალაქე ჩამოიყვანეს, რომლებიც საჩხერის საავადმყოფოსთან მდებარე სასტუმროში განათავსეს.

წყარო: „ნიუპოსტი"

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×