რეზონანსი
22.02.2020

ინდონეზიაში უეცარი წყალმოვარდნის შედეგად რვა მოზარდი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი" ავრცელებს. საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ტრაგედია კუნძულ იავაზე მოხდა, როდესაც ბავშვები მდინარესთან ახლოს კარვების ღამეს ათევდნენ, უეცარმა წყალმოვარდნამ მათი ბანაკი დატბორა.

როგორც „როიტერი" იუწყება, სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა რვა ბავშვის ცხედარს მიაგნეს და ამ დრომდე ეძებენ კიდევ ორ ან მეტ მოზარდს. მაშველებმა 23 ბავშვის გადარჩენა მოახერხეს.

როგორც ცნობილია, ბანაკშიც მყოფი ბავშვების ასაკი 12-დან 15 წლამდეა. შემთხვევის ადგილზე სამაშველო სამსახურის 900-მდე თანამშრომელი მუშაობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×