რეზონანსი
22.02.2020

გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ გამოაქვეყნა ახალი მონაცემები ავღანეთში 10 წლის განმავლობაში დაღუპულთა და დაჭრილთა რაოდენობის შესახებ.

ორგანიზაციის თქმით ბოლო ათწლეულში დასახიჩრებულთა და დაღუპულთა რაოდეონბა 100 000-ს აღემატება. მხოლოდ 2019 წლის განმავლობაში 3400 ადამიანი იქნა მოკლული, ხოლო 6989 კი მძიმედ დაჭრილი.ამის შესახებ წერს DEUTSCHE WELLE.

სტატისტიკოსთა თქმით, 2018 წელთან შედარებით დაღუპულთა რაოდენობის მხრივ 5 %-იანი კლება შეინიშნება. გაეროს თქმით, 2019 წელს დაშავებულებსა და დაღპულებზე პასუხისმგებლობის 62 % ეკისრებათ არასამთავრობო ძალებს, 47 % მოდის თალიბანზე, ხოლო 15 %-მდე კი ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებზე.

2009 წლიდან 2019 ჩათვლით ჯამში 32 749 ადამიანი იქნა მოკლული ტერაქტების შედეგად.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×