რეზონანსი
23.02.2020

სოციალურ ქსელში არაერთი ადამიანი ავრცელებს ინფორმაციას, რომ ადვოკატი გიორგი სიმონიშვილი გარდაიცვალა. გიორგის დაუდგინდა ლეიკემია და საჭირო იყო კოლოსალური თანხები ძვლის ტვინის ტრანსპლატაციისთვის. იგი ბოლოს მკურნალობდა გერმანიაში, მიუნხენში.

გიორგის მეგობარი, მარიამ ჩხეიძე, სოციალურ ქსელში აქვეყნებს ფოტოს და წერს:

“როგორი იმედი მქონდა, რომ ამ მძიმე სენს დაამარცხებდა… ამ ბრძოლას მოიგებდა. მოიგებდა ისე, როგორც აქამდე მოუგია თან რამდენჯერ მოუგია დიდი ბრძოლა… 

გიო, პირველ რიგში, საოცარად კარგი ადამიანი.. შემდეგ კი ძალიან მაგარი ადვოკატი… ბოლომდე იცოდა ბრძოლა. აქაც ასე ბოლომდე იბრძოლა… 

ახლახან გახდა მამა. მერე მძიმე სენზე გავიგეთ მეგობრებმა და რა თქმა უნდა უდიდესი იმედი გვქონდა, რომ ამ ბრძოლასაც მოიგებდა.

ძალიან დიდი უსამართლობაა…ცხოვრება კი ძალიან დაუნდობელია."

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×