რეზონანსი
23.02.2020

კორონავირუსთან დაკავშირებით ამუშავდება ყველა ის აუცილებელი მექანიზმი, რომელიც საჭიროა, რათა საქართველოში შესაბამისი ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლა ეფექტიანად განხორციელდეს,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

გახარიას თქმით, კორონავირუსის პრევენციის მიზნით ყველა საჭირო ზომა გატარდება, იქნება ეს ფრენები თუ სხვა რამ.

„კორონავირუსთან დაკავშირებით ყველა ის აუცილებელი მექანიზმი ამუშავდება, რომელიც საჭიროა იმისათვის, რომ საქართველოში შესაბამისი ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლა განხორციელდეს ეფექტურად. ეს იქნება ფრენები, თუ სხვა, რაც იქნება საჭირო, ყველაფერს გავაკეთებთ. მიმდინარეობს მსჯელობა, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ ეფექტურად განახორციელოს კონტროლი" ,- განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

 

 

 

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
ეჰ სამჭკუაშვილებო!   (24.02.2020)
რა დაჯავშნული შპიონივით იძახის ან მართლა არ იცის რა უნდა აკეთოს ან ხალხი სულელი ჰგონია უთცარი ქართველ ხალხს კონკრეტულად რა შეიმუშავა მთავრობამ ?რა ნაბიჯები იდგმება? ხალხისთვის არ ხართ მანდ დანიშნულები? მრავალაზროვნად რომ იძახი ჩვენ ვიცითო ჩვენს ვიწრო წრეში როგორ გადაგარჩინოთო ქვეყანაო.ჩამოდით ტყემლიდან სამოქმედოგეგმა ხალხს შეატყობინეთ...

ИНЦИТАТУС   (23.02.2020)
Ес рогор? Ар арис амушавебуи? Да родис амушавдеба? Родесац каргад гаврцелдеба? Амас квиа мтавробис метаури? Тфу.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×