რეზონანსი
23.02.2020

ხარაგაულში სოფელ საქასრიას ავტომაგისტრალზე დასაქმებულებმა პროტესტის ნიშნად მუშაობა შეწყვიტეს. მათი პროტესტი ობიექტზე ჩინელი მოქალაქეების შეყვანას უკავშირდება.

მუშების თქმით ათამდე ჩინელი ობიექტზე გუშინ შეიყვანეს და ადგილზე კარანტინი ისე გამოაცხადეს, რომ უსაფრთხოების ზომები დაცული არ იყო. ისინი ობიექტიდან ჩინელების გაყვანას ითხოვენ, წინააღდეგ შემთხვევაში მუშაობაზე უარს აცხადებენ.

დასაქმებულები ამბობენ, რომ ისინი ესაუბრენ ჩინელებსაც და მათ გააფრთხილეს იზოლირებულ ტერიტორიაზე არ შესულიყვნენ, რადგან ძალიან საშიშია.

კომპანიის კოორდინატორი გოჩა კოპაძე აცხადებს, რომ ჩამოსულები დღეში სამედიცინო შემოწმებას რამდენჯერმე გადიან და მათ ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აქვთ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×