რეზონანსი
23.02.2020

ქართველი მძღოლები დახმარებას ითხოვენ, სარფის საბაჟოსთან მანქანების რამდენიმე კილომეტრიანი რიგია. თურქეთიდან საქართველოსკენ მომავალი სატვირთო ავტომობილები საზღვრის გადმოკვეთას ვერ ახერხებენ და მესამე დღეა მანქანებში სძინავთ.

არ აქვთ არც საკვები და არც სასმელი წყალი. მძღოლების განცხადებით, თურქეთში მათ ყურადღებას არ აქცევენ და შეფერხების მიზეზად ქართული მხარის პრობლემებს ასახელებენ.

ერთ-ერთი ტრაილერის მძღოლი ამბობს, რომ ორი დღეა საბაჟოსთან მძღოლების რიგია და ამ ორი დღის მანძილზე მხოლოდ ორი კილომეტრის გავლა მოახერხეს.

"მეორე დღეა აქ ვართ და ამ ორ დღეში დაახლოებით ორი კილომეტრი გვაქვს გავლილი, არავის არაფერი უთქვამს ჩვენთვის," - განაცხადა ერთ-ერთმა მძღოლმა.

წყარო: „რუსთავი2"

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×