რეზონანსი
24.02.2020

ჩინეთში, ქალაქ უხანში, კორონავირუსის განმეორებითი 159-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ჩინეთის ჯანმრთელობის კომისია იუწყება. დღემდე ვირუსით ინფიცირებული 2 523 ადამიანია გამოჯანმრთელებული.

24 თებერვლის მონაცემებით, ჩინეთში ინფიცირებულთა 77 400-ზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება, გარდაცვლილთა რაოდენობა 2619-მდე გაიზარდა.

ჩინეთის საზღვრებს გარეთ, კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი 2 200-ს აღწევს, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ინფიცირებულთა რიცხვი 416-თ გაიზარდა.

ჩინეთს გარეთ კორონავირუსით დაავადებულთა ყველაზე დიდი მაჩვენებელი იაპონიაში ფიქსირდება - 838 ადამიანი.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×