რეზონანსი
24.02.2020

საქართველოს 4 მოქალაქე ამსტერდამის აეროპორტშია გაჩერებული და მეორე დღეა სამშობლოში დაბრუნებას ელოდებიან. 22 თებერვალს თბილისიდან ამსტერდამის მიმართულებით საქართველოს 4 მოქალაქე გაემგზავრა, რომლებიც ქვეყანაში არ შეუშვეს.

ერთ-ერთი მათგანი საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" დაუკავშირდა და განუცხადა, რომ რთულ პირობებში იმყოფებიან.

"გუშინ მოგვცეს საბუთები, რის საფუძველზეც უნდა დაგვეტოვებინა აეროპორტი, უნდა დავებრუნებინეთ უკან დილით 8 საათზე, მაგრამ დღეს გამოგვიცხადეს, რომ ადგილები არ არის და ხვალ დაგვაბრუნებენ. არ გვეძლევა აეროპორტის გარეთ გასვლის უფლება, ვერც სასტუმროში ვბინავდებით და არც საკვები გვაქვს", - აცხადებს საქართველოს ერთ-ერთი მოქალაქე.

აეროპორტში ჩარჩენილები დახმარებას საქართველოს საელჩოსგან ითხოვენ. მათი თქმით, ისინი საქართველოს საელჩოს დაუკავშიდნენ, თუმცა ცხელ ხაზზე არავინ უპასუხა.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
hm   (25.02.2020)
ki magram ra siaruli agitqdat am gagania viruis dros, marto tqven dagakaves tu sxvebsac akaveben saqartvelodan, znachit sashishi qveqnebis ricxvs miakutvneben

გურული GOOGLE!   (25.02.2020)
ზანკალიანი "სვეშჩამი"! პატრონი ყავს საელჩოებს თუ შოპინგობენ მარტო! ერთი თურქი ან არაბი გაეჩერებინათ, ეგრევე მებაჟეებს პირდაპირ ადგილზე "იხმარდნენ"!!!!


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×