რეზონანსი
24.02.2020

 როგორც CNN წერს, ბოლო მონაცემებით, ჩინეთის გარდა, კორონავირუსის შემთხვევები 30-ზე მეტ ქვეყანაში გამოვლინდა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში, ჩინეთში კორონავირუსით ინფიცირების 500-მდე ახალი შემთხვევა გამოვლინდა; მსოფლიო მასშტაბით, გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 2 619-ს მიაღწია, მათ შორის 27 ადამიანი დაიღუპა ჩინეთის ფარგლებს გარეთ.

ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომიტეტის ცნობით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 77 403-მდე გაიზარდა. მთელს მსოფლიოში კი, ეს მონაცემი 79 619-ს აღწევს.

• ავსტრალია (ინფიცირების მინიმუმ 22 შემთხვევა, საკრუიზო გემიდან 7 ევაკუირებულის ჩათვლით)

• ბელგია (მინიმუმ 1 შემთხვევა)

• კამბოჯა (მინიმუმ 1 შემთხვევა)

• კანადა (მინიმუმ 10 შემთხვევა)

• ეგვიპტე (მინიმუმ 1 შემთხვევა)

• ფინეთი (მინიმუმ 1 შემთხვევა)

• საფრანგეთი (მინიმუმ 12 შემთხვევა, 1 გარდაცვალება)

• გერმანია (მინიმუმ 16 შემთხვევა)

• ჰონგ კონგი (მინიმუმ 74 შემთხვევა, 2 გარდაცვალება)

• ინდოეთი (მინიმუმ 3 შემთხვევა)

• ირანი (სულ მცირე 43 შემთხვევა, 8 გარდაცვალება)

• ისრაელი (მინიმუმ 1 შემთხვევა, საკრუიზო გემიდან ევაკუაცია)

• იტალია (მინიმუმ 152 შემთხვევა, 3 გარდაცვალება)

• იაპონია (მინიმუმ 838 შემთხვევა, მათ შორის 691 საკრუიზო გემზე, 4 გარდაცვალება)

• ლიბანი (მინიმუმ 1 შემთხვევა)

• მაკაო (მინიმუმ 10 შემთხვევა)

• მალაიზია (მინიმუმ 22 შემთხვევა)

• ნეპალი (მინიმუმ 1 შემთხვევა)

• ფილიპინები (მინიმუმ 3 შემთხვევა, 1 გარდაცვალება)

• რუსეთი (მინიმუმ 2 შემთხვევა)

• სინგაპური (მინიმუმ 89 შემთხვევა)

• სამხრეთ კორეა (სულ მცირე 763 შემთხვევა, 7 გარდაცვალება)

• ესპანეთი (მინიმუმ 2 შემთხვევა)

• შრი-ლანკა (მინიმუმ 1 შემთხვევა)

• შვედეთი (მინიმუმ 1 შემთხვევა)

• ტაივანი (მინიმუმ 28 შემთხვევა, 1 გარდაცვალება)

• ტაილანდი (მინიმუმ 35 შემთხვევა)

• არაბეთის გაერთიანებული საამიროები (მინიმუმ 9 შემთხვევა)

• ბრიტანეთი (მინიმუმ 13 შემთხვევა)

• ამერიკის შეერთებული შტატები (მინიმუმ 35 შემთხვევა, მათ შორის 21 საზღვარგარეთიდან დაბრუნდა)

• ვიეტნამი (მინიმუმ 16 შემთხვევა)

აღსანიშნავია, რომ დღემდე ვირუსით ინფიცირებული 25 091 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×