რეზონანსი
24.02.2020

ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების" წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადება გააკეთა:

„სამარცხვინოა ეს ყველაფერი. ივანიშვილს ამოუტრიალეთ საარჩევნო სისტემა, ქვეყანა გაწირეთ რევოლუციისთვის და ტიკარაძე და მაჭავარიანი ვერ მოგყავთ პარლამენტში?! რა ფასი აქვს თქვენს დეპუტატობას, ამიხსენით. ანუ, სათქვენოდ აკეთებთ, ხომ? ეს პარლამენტია, ხალხო. იცით, რატომ არ მოდის? თქვენც ხართ ამ სქემებში თანამონაწილე: ეკონომიკის სამინისტრო, ფინანსთა სამინისტრო და პარლამენტი, რომელიც ამ ხალხს ხელს აფარებს. რას აშენებთ, რა ქვეყანას აშენებთ, რა უბედურებაა! ან რისთვის ვიბრძოლეთ ამდენი ხნის განმავლობაში? იმისთვის, რომ ისევ ის სისტემა შეგვენარჩუნებინა? როგორც ჩანს, ამას აკეთებთ საკუთარი კეთილდღეობის გამო და აუცილებლად დადგება პასუხისმგებლობა. პარლამენტის შეურაცხყოფა ეს არის კონსტიტუციის შეურაცხყოფა. რაც გინდათ, ის ქენით. გინდათ, თავზე ნაცარი დაიყარეთ, გინდათ, დასხედით ეთერებში და გველაპარაკეთ ახალი იდეოლოგიით. ვფიქრობ, სულ ცოტა, ეს არის ჩვენი უპატივცემულობა და ჩემს უპატივცემულობაზე რა პასუხსაც მიიღებთ, ამას დაელოდეთ. არ ვაპირებ იმ ხალხისგან, ვინც 9 წლის განმავლობაში ჩირგვებში ისხედით, ასეთ უპატივცემულობაში გვამყოფოთ მე და ჩემი კოლეგები. რა პასუხსაც მიიღებთ, ამაზე თქვენ თვითონ აიღებთ პასუხისმგებლობას"

შეგახსენებთ, საკომიტეტო მოსმენაზე ფინანსთა მინისტრი არ მივიდა.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
მედეა   (25.02.2020)
ახლა ლევანმა დაიწყო გადატრიალებაზე მ ი ნ ი შ ნ ე ბ ი თ საუბარი! არიქა, არჩილ სპიკერო, გია ვოლსკი, "ოცნებავ"---გაყოჩაღდით, თორემ გოგიჩაიშვილი მუქარას ა ს რ უ ლ ე ბ ს ხოლმე! ნაცებს ეგ ნამდვილად არ შეეკვრება! ალბათ დამოუკიდებლად მოძებნა გადატრიალების დამფინანსებელი. ჩვენს ქვეყანას უამრავი მ ტ ე რ ი ჰყავს, მათში ადვილია ლ ა ვ ი რ ე ბ ა . ლევანს, გედის, ეკას, ზვიადს, დათო ჭიჭინაძეს და ლევან კობერიძეს საგრძნობლად მოემატათ სიმტკიცე ხმაში, ნამეტანი შეუვალები გახდნენ, ეს კი უ ზ უ რ გ ო დ არ მოხდებოდა. ჰოდა, ვინ არის მათი ზ უ რ გ ი , საკითხავი აი, ეს არის!


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×