რეზონანსი
25.02.2020

ნი­კუ­შა ჭი­ჭი­კოშ­ვი­ლი 2017 წელს ნამ­დვი­ლი ინ­ტერ­ნეტ-ვარ­სკვლა­ვი გახ­და. ბი­ჭუ­ნას ვი­დე­ომ ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე­ში მი­ლი­ო­ნო­ბით ნახ­ვა და­აგ­რო­ვა და "ქარ­თვე­ლი ლუი ან­დერ­სო­ნი" მთელ­მა სა­ქარ­თვე­ლომ შე­იყ­ვა­რა. ახლა ნი­კო­ლო­ზი 10 წლი­საა და უმ­ძი­მეს მდგო­მა­რე­ო­ბა­შია. ბავ­შვს და­ბა­დე­ბი­დან აქვს ჯან­მრთე­ლო­ბის სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი - თირკმე­ლე­ბის უკ­მა­რი­სო­ბა. ის გა­და­ნერ­გი­ლი თირკმე­ლით ცხოვ­რობს, თუმ­ცა ბოლო 2 დღეა მისი მდგო­მა­რე­ო­ბა უკი­დუ­რე­სად დამ­ძიმ­და.

რო­გორც მისი ოჯა­ხის წევ­რე­ბი ამ­ბო­ბენ, ნი­კუ­შა ინ­გო­როყ­ვას კლი­ნი­კა­ში სი­ცო­ცხლის­თვის იბ­რძვის. "ამბები" ბავ­შვის მა­მას, ზუ­რაბ ჭი­ჭი­კოშ­ვილს და­უ­კავ­შირ­და:

"2 დღის წინ ნი­კუ­შას ინ­სულ­ტი და­ე­მარ­თა და თა­ვის ქალა აქვს ახ­დი­ლი. თირკმლის პრობ­ლე­ბი ჰქონ­და, მაგ­რამ ახლა იმ­დე­ნად რთუ­ლი სი­ტუ­ა­ცია გვაქვს, რომ ეს უკვე მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვა­ნია. სი­ცო­ცხლის­თვის იბ­რძვის ამ­ჟა­მად...

ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც დი­ა­ლიზ­ზეა, დიდი შან­სია რომ გა­ნუ­ვი­თარ­დეს ინ­სულ­ტი. სა­ვა­რა­უ­დოდ, ნი­კუ­შას შემ­თხვე­ვა­შიც ინ­სულ­ტი დი­ა­ლიზ­მა გა­მო­იწ­ვია..." - განაცხადა ზუ­რაბ ჭი­ჭი­კოშ­ვი­ლმა.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×