რეზონანსი
25.02.2020

დღეიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება. სინოპტიკოსების განცხადებით, დასავლეთ საქართველოსა და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ნალექი, მთიან და მაღალმთიან რაიონებში უმეტესად თოვლის სახით, ზღვაზე კი 4-6-ბალიანი შტორმი. ტემპერატურა წინა დღესთან შედარებით საგრძნობლად დაიკლებს.

„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, ხოლო მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს“, - აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×