რეზონანსი
25.02.2020

მეზობლების ინფორმაციით, თბილისში, ზოზიაშვილის ქუჩაზე ბებიისა და დედის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ 19 წლის ახალგაზრდას ოჯახში კონფლიქტი არ ჰქონია და მან მკვლელობის შესახებ პოლიციას თავად შეატყობინა.

„წარმოდგენა არ მაქვს, რა მოხდა. ხმამაღლა ლაპარაკიც არ გამიგია. დაახლოებით 7 წელია აქ ცხოვრობენ, თუმცა სახლის მეპატრონე მათი ნათესავია, ამერიკაში ცხოვრობს და სახლი ოჯახს დაუტოვა, რადგან შეეცოდა ესენი. სოფლიდან იყვნენ ჩამოსული, ქირასაც არ იხდიდნენ. ხმაური არ გამიგია, ეძინათ თურმე. ნორმალური ბავშვი იყო. სამი ადამიანი ცხოვრობდა სახლში, დედა, ბებია და თვითონ. პოლიციაში თავად დაურეკავს”, – აცხადებს ერთ-ერთი მეზობელი.

წუხელ თბილისში 19 წლის ბიჭმა დედა და ბებია მოკლა. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ბებია – 1946 წელს დაბადებული ზ.დ. და დედა – 1974 წელს დაბადებული თ.ზ., მათსავე საცხოვრებელ სახლში, წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, მძინარე მდგომარეობაში ნაჯახით მოკლა.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×