რეზონანსი
25.02.2020

თბილისში, გლდანის მეშვიდე მიკრორაიონში, ერთ-ერთი საცხოვრებელ ბინაში ცოლ-ქმარს 30-მდე ძაღლი ჰყავდა დამწყვდეული და აწამებდა. პოლიცია მეზობლებმა გამოიძახეს, თუმცა პოლიცია და ცხოველთა მონიტორინგის სამსახური მეპატრონეებმა სახლში არ შეუშვეს. პოლიციის თანამშრომლებს კარის გატეხვა მოუხდათ. ინფორმაცია "მთავარმა არხმა" გაავრცელა.

მეზობლების ინფორმაციით, უკვე სამი წელია მეპატრონე ცოლ-ქმარი ცხოველებს მძიმე პირობებში ამყოფებს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით დაიწყო, რაც ცხოველის წამებას ან მისდამი სასტიკ მოპყრობას გულისხმობს. აღნიშნული მუხლი სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან შინაპატიმრობას ანდა თავისუფლების აღკვეთას 1 წლამდე ვადით.

ამ დროისთვის ძაღლები ცხოველთა თავშესაფარში არიან გადაყვანილები.

წყარო: report.ge

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×