რეზონანსი
25.02.2020

(რეზონანსი) ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში მოთავსებულ 4 პაციენტს ბიოლოგიურ მასალას ხვალ აუღებენ, - ამის შესახებ საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა:

„ამჟამად ინფექციურ საავადმყოფოში რჩება 4 პაციენტი. ისინი დღის მეორე ნახევარში შემოვიდნენ, მათთვის (ნაცხის) აღება დღეს ვერ მოესწრო კორონავორუსზე გამოსაკვლევად და ხვალ აუღებენ. მანამდე მათ რენტგენოლოგიური გამოკვლევები უტარდებათ. 4 მოქალაქიდან ერთს აქვს მაღალი ტემპერატურა, დანარჩენი სამის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ჩვენს ხელთ არსებული კლინიკური და ლაბორატორიული მონაცემებით, არ რჩება შთაბეჭდილება რომ მათ შეიძლება ჰქონდეთ კორონავირუსით ინფექცია. მათი პასუხები დღის მეორე ნახევარში იქნება", - განაცხადა ცერცვაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×