რეზონანსი
26.02.2020

ევროპაში მცხოვრები ქართველი ექიმი გიორგი მანჯავიძე ევროპის ერთ-ერთ კლინიკაში მუშაობს და ფიზიოთერაპევტია.  მან გუშინ სოციალურ ქსელში, დაწერა, რომ საქართველოში მალე აფეთქდება კორონავირუსი, რადგან არ ვიცავთ უსაფრთხოების ნორმებს. "ალია" ქართველ ექიმს ესაუბრა:

მკაცრად უნდა კონტროლდებოდეს, არა მარტო საჰაერო, საზღვაოც და სახმელეთოც, 2 კვირაზე მეტი აქვს ინკუბაციის პერიოდი დაავადებას, თავიდან იყო საუბარი, რომ 14 დღის მერე ვლინდება, მაგრამ ორგანიზმზეა დამოკიდებული და მეტიცაა ზოგ შემთხვევაში.

იტალიასთან ფრენა ბევრმა ქვეყანამ შეწყვიტა, სამწუხაროდ, გაუგებარი მიზეზების გამო, საქართველოს მთავრობა, არც კი განიხილავს.

საქართველოში არის კორონავირუსი, მაგრამ მალავენ და არ აპირებენ თქმას, სანამ მეტი დაინფიცირებული არ იქნება და ფიზიკურად შეუძლებელი გახდება დამალვა. უსმინეთ გუშინდელი განცხადება? რისკები გაიზარდაო, რომ ისაუბრეს? ჯერ მწვანე ზონაში ვიყავით და არ იყო საშიში, ახლა არ ვართ მწვანე ზონაში და რისკები გაიზარდა, მაგრამ მაინც არ არის საშიშიო.

მე კიდევ მაქვს ინფორმაცია, რომ იმ 4 ირანელს, რომლებზეც თქვეს რომ არა აქვთ ვირუსი – სინამდვილეში აქვთ კორონავირუსი და გადაიყვანეს სპეციალურ ბოქსებში. სად ჰყავთ, სიმართლე რომ გითხრათ, ჯერ არ ვიცი.

ეს ინფორმაცია ერთმა პოლიტიკოსმა მომაწოდა, რომელსაც შეხება აქვს ამ სფეროსთანაც.

მატარებელში იმ ორ ჩინელს კორონავირუსი არ აღმოაჩნდაო, თქვეს. ანალიზის აღებას იმ პერიოდში ვერ მოასწრებდნენ და როგორ დაადგინეს? კარგი არ აღმოაჩნდა იმ ორ ჩინელს ვირუსი – რატომ ჩაუტარდა მთელ მატარებელს დეზინფექცია? მაინტერესებს, თუ მხოლოდ ტემპერატურა და სურდო აქვთ, რატომ ჩაუტარდა მატარებელს დეზინფექცია? თავს იდებილებენ, თუ ჩვენ გვადებილებენ?

საუბრობენ მომატებულ რისკზე და ქვეყანაში პირბადეების პრობლემაა, ახლა გავრცელდა ინფორმაცია გაძვირდა კიდეც პირბადეებიო და რატომ იყიდება საერთოდ? – დაარიგონ!

ევროპას ნუ შეედრებიან, ევროპელის და ქართველის შემოსავალი ერთია? თუმცა, აქ თავად სატრანსპორტო კომპანიებმა დაარიგეს პირბადეები", - განაცხადა გიორგი მანჯავიძემ.

(ალია)

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×