რეზონანსი
26.02.2020

სამტრედიის შესასვლელთან ავარიის შესახებ ახალი ინფორმაცია გახდა ცნობილი. 

„ადგილზე ვიყავი, საშინელი სანახავი იყო. ისინი ბათუმიდან სამტრედიის მიმართულებით მოძრაობდნენ. ხუთივე ადგილზე დაიღუპა, ტრაილერის მძღოლი საავდმყოფოში გადაიყვანეს“, - ჰყვება თვითმხილველი.

სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოძახებიდან მალევე მივიდა, თუმცა 5 ადამიანი - ორი მამაკაცი და სამი ქალი ადგილზე გარდაცვლილი დახვდათ.

სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერის ვალერი ფოცხვერიას ინფორმაციით, სამტრედიასთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპული მძღოლი და მგზავრები ქუთაისიდან, ბათუმიდან და ჩოხატაურიდან იყვნენ.

შემთხვევას გადაურჩა სატვირთოს მძღოლი, რომელიც ქუთაისში მდებარე კლინიკაში გადაიყვანეს. 

"ხუთი ადამიანია დაღუპული, მინივენის მძღოლი და მისი მგზავრები. მინივენი დაეჯახა ტრაილერს. სატვირთოს მძღოლი გადარჩა. რამდენადაც ვიცი, მძღოლი უნდა იყოს ბათუმიდან, მგზავრები ქუთაისიდან და ჩოხატაურიდან," - განაცხადა სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა ვალერი ფოცხვერიამ.

ერთ-ერთმა თვითმხილველმა, შემთხვევის ადგილზე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ავარია ცუდმა ამინდმა გამოიწვია. მისი თქმით, მინივენი მოცურდა და საპირისპირო მიმართულებით მოძრავ ტრაილერს შეეჯახა.

გურიის მოამბე

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×