რეზონანსი
26.02.2020

საფრანგეთში კორონავირუსით პირველი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი 60 წლის კაცია. ამასთან, ქვეყანაში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

შეგახსენებთ, 25 თებერვალს საფრანგეთის ხელისუფლებამ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კლინიკებიდან კორონავირუსით დაავადებული ყველა პაციენტი გაწერეს.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, ირანში კორონავირუსით 19 ადამიანია გარდაცვლილი, 139 კი ინფიცირებულია.

საერთო ჯამში, კორონავირუსის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 2 715-მდე გაიზარდა. ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ინფიცირებულთა რიცხვმა ჩინეთში 78 000-ს გადააჭარბა. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რაოდენობა 29 700-ს აღწევს.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ საქართველოში ახალი კორონავირუსის დაფიქსირების რისკი მომატებულია, სწორედ ამიტომ, ქვეყანა პანდემიური მზადყოფნის გაძლიერებულ რეჟიმზე გადადის.

წყარო: პრაიმტაიმი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×