რეზონანსი
26.02.2020

ვანო მერაბიშვილის ფეისბუკის გვერდზე გავრცელებული ინფორმაციით, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, ვანო მერაბიშვილი, ხვალ პოლონეთში მიემგზავრება.

"ვანო მერაბიშვილი მიემგზავრება პოლონეთის რესპუბლიკაში, სადაც სეიმის ხელმღვანელობის მოწვევით, მონაწილეობას მიიღებს სხვადასხვა ღონისძიებებში. ამის შემდეგ, მერაბიშვილი აპირებს გადაუდებელი მკურნალობის კურსის ჩატარებას.

როგორც ცნობილია, პატიმრობის თითქმის 7 წლის მანძილზე მას განზრახ არ გაუწიეს სათანადო სამედიცინო მომსახურება. მკურნალობის შემდეგ მერაბიშვილი დაბრუნდება საქართველოში", - ნათქვამია ინფორმაციაში.

7-წლიანი პატიმრობის შემდეგ, ვანო მერაბიშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხე 20 თებერვალს დატოვა.

 

 

 

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×