რეზონანსი
26.02.2020

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება კორონავირუსის ეპიდემიის საფრთხის გამო ე.წ. სასაზღრო კონტროლს ამკაცრებს. ამის შესახებ დე ფაქტო პრემიერ-მინისტრმა ვალერი ბგანბამ განაცხადა.

როგორც ადგილობრივი მედია იტყობინება, ოკუპირებულ აფხაზეთში შესვლა ყველა უცხოელს აეკრძალება. აკრძალვა არ გავრცელდება მხოლოდ რუსეთის მოქალაქეებზე.

ჯანმომ დღეს განაცხადა, რომ კორონავირუსის პანდემიად გამოცხადების საფუძველი ჯერ არ არსებობს.

30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. ჩინეთში საქართველოს საელჩოში კი ცხელი ხაზი მოქმედებს. საქართველოში ვირუსის გავრცელების შანსი მინიმალურია.

მართალია თუ არა, რომ კორონავირუსმა უხანის სამეცნიერო ლაბორატორიიდან გაჟონა? ამ ბმულზე ნახეთ.

 

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×