რეზონანსი
26.02.2020

ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის კორონავირუსის შესაძლო სიმპტომებით 14 პაციენტია მოთავსებული.

როგორც კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განმარტა, რამდენიმე პაციენტი კლინიკაში დღის განმავლობაში შეიყვანეს, თუმცა ყველა მათგანის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

​მარინა ეზუგბაიას თქმით, ყველა პაციენტს აუღეს ანალიზი კორონავირუსზ, თუმცა პროცესი გაჭიანურდა პაციენტთა რაოდენობიდან გამომდინარე.

მისივე ინფორმაციით, პაციენტების ზოგადი მდგომარეობიდან გამომდინარე, დიდი ალბათობით მათ კორონავირუსი არ აქვთ.

„ყველა ამ შეთხვევაში პაციენტების მოთავსებისას ასეთი შესაძლო სრული კრიტერიუმები არც ერთ შემთხვევაში არ გვქონია. გვაქვს ეპიდკერა და ერთი სიმპტომი, ძირითადად, ტემპერატურა. ჩვენ გვსურს, რომ გარკვეულწილად არც ერთი შემთხვევა არ გაგვეპაროს.

ჩვენ გადავწყვიტეთ, როცა პაციენტები მოდიან შემოწმებაზე, თუ ეპიდკერაში იყო პირი, ელემენტარულად 37.1 ერთიც რომ ჰქონდეს ტემპერატურა, ყველა ასეთ პირზე კვლევას ვატარებთ. პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ანთების მაჩვენებლები არ არის. გამორიცხულია პნევმონია. ჩივილები არაფერი აქვთ. დიდი ალბათობით შეგვიძლია, ვთქვათ, რომ 14 შემთხვევაში ტესტის შედეგები იქნება ნეგატიური", - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

წყარო: „საზოგადოებრივი მაუწყებელი"

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
***   (26.02.2020)
სად შეიკრიბეთ ამდენი გამოშტერებული,აქ რომ მართლა რამე დაიწყოს რას დაადგამთ თავს.ჩასახოცები ხართ.ვერ გაასწრებთ ხალხს.მართლა ნაც_ქოცუნიებო.

მოსე ხონელი   (26.02.2020)
მართლა სავალალოდ ჟღერს.ინფექ იურ საავადმყოფოში ამდენი და ასე შემდეგ ...ავადმყოფია ამ დაავადების გასარკ ევადო....ქვეყანა ვართ თუ? დიდი სოფელი? ათობით ქალაქია ქვეყანაში .ან რომელ ქალაწშია? ეს ინფექციური საავადმყოფო , გასაჰებია რომ დედაქალაქი იგულისხმება მაგრამ სირცხვილია ჟურნალისტებო მოყვარულებო, ქვეყანა თუ ვართ წეტეთ ნორმალურად და ალბაინჟინრებიც ეგრევე აშენებენ და ექიმებიც ამ ერთად ერთ უქალაქოდ გამოკიხებულონფექციური საავაფმყოფოსი ეგრევე არჩენენ,როგორც ეს უთავბოლო ჟურნალისტები ჯღაბნიან ინკოგნიტო ინფექციურ....ქვეყანა თუ ვართ იძველესი და ახალი ქალაქები თურთ.სათანადოდაც ....


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×