რეზონანსი
26.02.2020

საქართველოს მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც კორონავირუსი დაუფიქსირდა დამაკმაყოფილებელია. ამის შესახებ განცხადება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა გააკეთა. ამირან გამყრელიძის თქმით ვირუსი პაციენტის ორგანიზმში მსუბუქ ფორმაში მიმდინარეობს და მას გართულებები თან არ ახლავს.

შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძეც ადასტურებს, რომ ამ ეტაპისთვის პაციენტი მთავსებული არის ცალკე სივრცეში, მის ჯანმრთელობას ამ ეტაპზე არანაირი საფრთხე არ ემუქრება.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ჯანდაცვის მინისტრმა საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის დაფიქსირების შესახებ გააკეთა განცხადება. დაინფიცირებული პირი საქართველოს მოქალაქეა. მან ირანში ერთი კვირა გაატარა.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
პეტრე   (26.02.2020)
სომხეთში არ დაფიქსირებულა, არც აზერებში, არც თურქებში და ჩვენ საიდან დავითრიეთ, ბედოვლათებმა...

¥¥¥   (26.02.2020)
Raga jandaba undoda iranshi xedavda ra mdgomareoba aris msoplioshi axla eg ramden xalxs daainpisirebs eg ikitxet tkven kidev


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×