რეზონანსი
26.02.2020

საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე, რომელიც იმ მამაკაცთან ერთად მგზავრობა, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა ინფექციურ საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაშია მოთავსებული. მას ამ ეტაპზე კორონავიურსი არ დაუდასტურდა თუმცა ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ მაინც იმყოფება. საქართველოს ორივე მოქალაქე სამარშუტო ტაქსით მგზავრობდა. ისინი აზერბაიჯანის მხრიდან შემოვიდნენ საქართველოში. თუმცა საბაჟო გამშვებ პუნქტზე საეჭვო სიმპტომების აღმოჩენისთანავე ორივე მოქალაქე ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. სამარშუტო ტაქსს კი რომლითაც ისინი მგზავრობდნენ საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთია.

წყარო: „რეპორტ.ჯი"

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×