რეზონანსი
27.02.2020

ქართველი ექიმი დავით მათიაშვილი, რომელიც იტალიაში, ლომბარდიის ერთ-ერთ კლინიკაში მუშაობს, საქართველოში კორონავირუსთან დაკავშირებულ პანიკას გამოეხმაურა. ლომბარდიის რეგიონი კორონავირუსის გავრცელების ყველაზე ცხელი წერტილია იტალიაში, სადაც კორონავირუსით 11 ადამიანი გარდაიცვალა.

„ადამიანურ ენაზე, რომ ვთქვათ, ეს ვირუსი არ არის ისეთი საშიში, როგორც მედიაში და სოცქსელებში ვრცელდება. არ დაიხოცება ხალხი ქუჩაში და სამყაროს დასასრულს არ გამოიწვევს.

იტალიას, მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი ჯანდაცვის სისტემა აქვს და მაქსიმალურ ძალისხმევას დებს, რომ ვირუსის გავრცელება შეაჩეროს. ეს არის მიზეზი რატომაც არ მუშაობს სკოლები, უნივერსიტეტები, ამიტომ არ ტარდება საფეხბურთო მატჩები და ზოგადად საზოგადოების თავშეყრის ადგილები დახურულია. ეს იმიტომ

არ ხდება, რომ ყველა ავადაა და ვიხოცებით. იმიტომ ხდება, რომ ამ ვირუსებმა არ მიაღწიონ ისეთ ადამიანებამდე, რომლებსაც იმუნიტეტი ისედაც კომპრომიტირებული აქვთ.

პანიკა ქართულ ჯანდაცვის სისტემას დაანგრევს. აუცილებელი ინსტრუქცია არის ერთადერთი.

სულ დავიცვათ ჰიგიენის წესები. თუ გაქვს სიცხე, ხველა და სხვა დამახასიათებელი მსუბუქი სიმპტომები, იყავი სახლში იზოლაციაში, გაიკეთე ნიღაბი რომ სხვებს არ გადასდო და უმკურნალე სიმპტომებს“, - წერს ქართველო ექიმი.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×