რეზონანსი
27.02.2020

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, ამ დროისთვის ინფექციურ საავადმყოფოში 10 პაციენტია მოთავსებული, მათგან 5 ქართველია.

მინისტრის თქმით, საქართველოში არ არსებობს რისკი, რომ კორონავირუსის ფართოდ გავრცელება მოხდეს. მისივე განმარტებით, საქართველოში კორონავირუსის გამოვლენა დროულად მოხდა, რის გამოც ვირუსის გავრცელების რისკი შემცირდა.

„კორონავირუსის ფაქტი დროულად დაფიქსირდა, რამაც მოგვცა საშუალება, აღარ მომხდარიყო ვირუსის შემდეგი გავრცელება და ეს ადამიანი მოთავსებულია ინფექციურ საავადმყოფოში. გუშინ ღამით ინფექციური სააავადმყოფოდან იმ 13 პაციენტის გადაყვანა განხორციელდა საკარანტინო ზოლში, რომლებიც არ არიან ინფეცირებულები. ამ დროისთვის ინფექციურ საავადმყოფოში იმყოფება 10 პაციენტი, აქედან 5 იტალიიდან ჩამოვიდა (1 იტალიის მოქალაქეა, 4 კი ქართველია), ხოლო 5 ირანიდან (1 არის ქართველი, დანარჩენები არიან აზერბაიჯანის მოქალაქეები)", - განაცხადა ტიკარაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გუშინ დაფიქსირდა. ვირუსი 50 წლამდე ქართველ მამაკაცს აღმოაჩნდა, რომელიც ირანში იმყოფებოდა. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×