რეზონანსი
27.02.2020

"ტვ პირველის" თანამშრომელი ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში მოათავსეს.

არსებული ინფორმაციით, ის დასასვენებლად იტალიაში იმყოფებოდა, რის გამოც დაკვირვების მიზნით კლინიკაში მოათავსეს. პაციენტს ჩაუტარდა ლაბორატორიული კვლევა, რომლის პასუხი დღეს საღამოს გახდება ცნობილი.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გუშინ დადასტურდა.

დაავადებული საქართველოს მოქალაქეა, რომელიც გუშინ აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა. საუბარია 50 წლის კაცზე. პაციენტი ინფექციურ საავადმყოფოშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
ნუ შეგვჭამეთ!   (27.02.2020)
ბოქსირებულია თუ არაა ბოქსირებული, თუ დაუდგინდა მერე ატრიალეთ ეს ინფორმაცია.რა გააწყალეთ გული ამ კორონა ვირუსით.მეტი საქმე არ გაქვთ?

Levan   (27.02.2020)
Daegdet ert adgilac cota sheikavet tavi. Nuga shemoyshvebt nyravic, ikon ik cadac arian.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×