რეზონანსი
27.02.2020

 

 დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე ამბობს, რომ ნიღაბი ეფექტური არის მაშინ, როცა უკეთია ავადმყოფს.

"ნიღაბი ყველაზე ეფექტურია, როდესაც ავადმყოფს უკეთია. რა თქმა უნდა, სამედიცინო პერსონალს უნდა ეკეთოს. ჩვეულებრივი ქირურგიული ნიღაბი, რადგან წვეთოვანია, ამ შემთხვევაში საკმარისია, თუმცა თუ ექიმი ატარებს რაიმე მანიპულაციას, თუნდაც ბრონქოსკოპიას, სადაც აეროზოლი შეიძლება წარმოიქმნას, მაგ დროს უკვე საჭიროა რესპირატორი. რა თქმა უნდა, კარგია სახის ფარი ექიმისთვის, სამედიცინო პერსონალისთვის რათა დაიცვას თვალების ლორწოვანები. მოსახლეობის მიერ ტარება ცოტა საფრთხილოა. უნდა იცოდე როგორ ატარო"-ამბობს იმნაძე.

ამასთან, იმნაძემ პირაბდის სწორად მოხმარების წესებზეც ისაუბრა:

"კარგად უნდა იცოდე როგორ ატარო ეს ნიღაბი. ჯერ ერთი არ უნდა შეცვალო მხარეები და ჯერ ერთ მხრიდან, შემდეგ მეორე მხრიდან არ უნდა გეკეთოს. გარდა ამისა, გინახავთ ხო ბევრი, რომ ხელს მოიკიდებს, ჩამოსწევს ნიღაბს და მერე ისევ გაიკეთებს. ამით რისკი იზრდება, იმიტომ რომ ამ ნიღაბზე რაც მოხვდა ვირუსები, ხელი რომ მოვკიდე, ხელზე გადმოვიდა. მერე ხელი თვალში ამოვისვი, სახეს შევეხე და შევიტანე ვირუსები კონცენტრირებული ნიღბიდან ჩემივე ხელით. ამიტომაც ნიღბის ტარებას უნდა თავისი არამარტო წესის ცოდნა, არამედ კარგად გათავისება. მაგალითად, ის აუცილებლად უნდა მოიხსნა ყურების მხრიდან [თასმებით] და არა წინა, სახის მხრიდან. ამიტომაც არის, რომ ძალიან საფრთხილოდ მიგვაჩნია ნიღბის რჩევა მოსახლეობისთვის".

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×