რეზონანსი
27.02.2020

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, დღეს ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი მდგომარეობა, როგორც მთელს მსოფლიოში სერიოზულია, მაგრამ არა საგანგაშო.

"დღეს მნიშვნელოვანია, რომ ყველა ზომა მიღებულია. საკოორდინაციო საბჭოს რულყოფილად ფუნქციონირებს დაჩვენი მოქალაქეები დაცულები არიან. საჭიროა, ყველამ დაიცვას ჰიგიენის რეკომენდირებული ზომები, რათა ვირუსი არ გავრცელდეს.

ქვეყანა დაცულია: საჰაერო მიმოსვლები შეზღუდულია იმ ქვეყნებთან, სადაც საჭიროა; ის საზღვრებია ჩაკეტილი, რომელიც საჭიროა. ჩვენ სრულ იზოლაციაში არ მოვაქცევთ ჩვენს თავს - ამის საჭიროება არ არსებობს! არც იმის საჭიროება, არსებობს რომ უცებ სასურსათო მაღაზიებში შეიქმნას საგანგაშო მდგომარეობა. ჩვენ უნდა ვიყოთ პასუხისმგებლიანები, მშვიდად შევხვდეთ ამ მდგომარეობას და ვიცოდეთ, რომ ბევრია ჩვენზე დამოკიდებული, სახელმწიფო კი, თავის მხრივ, ყველაფერს აკეთებს!", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (3)
ჩაწერა სახელი
ჭორლეონე   (29.02.2020)
მაგაზე არ ინერვიულო ჩემო მედეა. ჩვენი მთავრობის ბუნებრივი პოზა, უკანალის მიშვერაა. პუტინს ბუზსაც არ აუფრენენ. რა საჭიროა წინააღმდეგობის გაწევა, ჩაიხადე მიუშვირე და პრობლემაც მოგვარებულია.

მედეა   (28.02.2020)
მთავარსარდლობა მას 5 წლით ერგო თანამდებობის გამო. ძალიან კარგი იქნება თუ პუტინთან ჯ ი ბ რ შ ი არ ჩაებმება სააკაშვილივით და არ აბურთავებინებს ჩვენს ქვეყანას იმ საზიზღარს.

ჭორლეონე   (27.02.2020)
აი მთავარსარდალი ძმაო. ქვეყანა დაცულია, მტერი განადგურებული, პუტინის მ9ნები განდევნილნი


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×