რეზონანსი
27.02.2020

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ინფექციურ საავადმყოფოში კიდევ 11 პაციენტი შეიყვანეს და ამ დროისთვის ჯამში ბოქსირებულ განყოფილებაში 21 პაციენტი იმყოფება.

მისივე განმარტებით, აღნიშნული 11 ადამიანიდან ხუთს უკვე ჩაუტარდა კვლევა კორონავირუსზე და მათ ინფექცია არ დაუდასტურდათ.

ეზუგბაია განმარტავს, რომ დანარჩენი ექვსი პაციენიტის შემთხვევაში კვლევის შედეგები დღეს ან ხვალ დილით გახდება ცნობილი.

ამასთან, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, პაციენტებს, რომლებსაც კორონავირუსი არ დაუდგინდათ, რამდენიმე საათში საკარანტინო ზონაში გადაიყვანენ, ვინაიდან ამ დროისთვის კლინიკურად გამოჯანმრთელებულად ითვლებიან.

„ჩვენ ცენტრში გვყავს 21 პაციენტი, დილას 10 პაციენტი იყო, დაგვემატა 11 პაციენტი. 11 პაციენტიდან ხუთთან უკვე გაკეთდა მყისიერი კვლევა ახალ კორონავირუსზე და მიღებულია უარყოფითი პასუხი. დანარჩენი პაციენტების კვლევა ახლა მიმდინარეობს და მოგვიანებით გვექნება ალბათ პასუხი, დღეს გვიან ან ხვალ დილას" ,- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
კოტე   (27.02.2020)
ორი კვირა მაინც უნდა იყვნენ საკარანტინო ზონაში არ გაგიგიათ

ნანა   (27.02.2020)
თუ არ აქვთ რა კარანტინში გადაგყავთ იქნებ აგვიხსნათ.ვინ გგონიათ გონებასუსტი ?


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×