რეზონანსი
27.02.2020

ვატიკანსა და ეგვიპტეში ირანის ყოფილი ელჩი ჰადი ჰოსროუშახი კოროვანირუსით გარდაიცვალა. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო მომხდარის გამო მწუხარებას გამოთქვამს.

სააგენტო IRNA-ს ინფორმაციით, ყოფილი ელჩი გუშინ თეირანის ერთ-ერთ საავადმყოფოში შეიყვანეს, სადაც მას კორონავირუსი დაუდგინეს. დიპლომატი ყუმში დაინფიცირდა. ის დღეს გარდაიცვალა.

ბოლო მონაცემებით, კორონავირუსით ირანში 245 ადამიანია ინფიცირებული, 26 გარდაიცვალა.

კორონავირუსი დღეს ირანის ვიცე-პრეზიდენტს დაუდასტურდა.

5 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ ირანის ჯანდაცვის მინისტრი მოადგილე, ირაჯ ჰარირჩი კორონავირუსით დაინფიცირდა. კორონავირუსი კიდევ ერთ ირანელ პოლიტიკოსს დაუდასტურდა.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×