რეზონანსი
27.02.2020

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აღიარა, რომ მას უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, საჯაროდ გამოჩენისას ორეულით სარგებლობის შესაძლებლობა შესთავაზეს, თუმცა ამაზე უარი თქვა და ორეული არასდროს ჰყოლია.

„მე უარი ვთქვი ამ ორეულებზე. ეს შემოთავაზება იყო ტერორიზმთან ბრძოლის ყველაზე რთულ პერიოდში", - განაცხადა პუტინმა TASS-თან ინტერვიუში და დასძინა, რომ 2000-იანი წლების დასაწყისს გულისხმობდა.

როგორც „როიტერი" წერს, პუტინთან დაკავშირებით არსებობს შეთქმულების თეორიები, რომ ის ორეულს ან ორეულების მთელს არმიას იყენებს. კიდევ ერთი ვერსიით კი ირწმუნებიან, რომ წლების განმავლობაში პუტინის ფოტოებზე სხვადასხვა ადამიანი პოზირებს.

ინტერვიუს დროს პუტინს ინტერნეტში მასთან დაკავშირებული სხვადასხვა ფოტოები უჩვენეს და ჰკითხეს: „ნამდვილი ხართ?", პუტინმა კი უპასუხა „დიახ".

წყარო: „ინტერპრესნიუსი“

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×