რეზონანსი
27.02.2020

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი ექსპერტთა ნაწილს აკრიტიკებს.

როგორც მარგველაშვილმა „პალიტრანიუსის" გადაცემა „360 გრადუსში" განაცხადა, ექსპერტები არიან ადამიანები, რომლებიც ქვეყანაში თესავენ აპათიას, რომელიც ადამიანს ათქმევინებს, რომ პოლიტიკიდან არაფერი გამოდის.

„ექსპერტები რას საუბრობენ, ეს ცალკე თემაა. თქვენ ვისაც ეძახით ექსპერტებს, ისინი არიან ადამიანები, რომლებსაც რეალურად ცხოვრებაში არაფერი არ გამოუვიდათ და სხდებიან თქვენთან ერთად და გიყვებიან, როგორ არ გამოვა საქმე. სხედან თქვენთან ეთერში და გიყვებიან - რატო საქმე არ გამოდის... იმ ადამიანების მდგომარეობაში არიან, რომელიც მუდმივად ამბობენ, რა ვერ გამოვიდა და არა ის, როგორ გამოვიდეს რაღაცა.

რაზე ვსაუბრობთ? ვსაუბრობთ რეალობაზე, როდესაც ჩვენ უნდა გადავდგათ ნაბიჯი უკეთესი ქვეყნისკენ, არა ნაბიჯი უკან, არამედ ნაბიჯი პერსპექტივაში და სხედან აქ და გრძელ თეორიებს ავითარებენ იმასთან დაკავშირებით, რატომ რაღაცა არ გამოვა. ერთს შეუბრუნეთ კითხვა, როგორ უნდა გამოვიდეს. აი, ერთს უთხარით - გავიგეთ, ჭკვიანი ხარ, წვერებიანი ხარ, სათვალეებიანი ხარ, ჭაღარა ხარ თუ რაღაცა ხარ, აბა როგორ უნდა გამოვიდეს ეს ყველაფერი. ვერავინ ვერ გიპასუხებთ. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ქვეყანაში თესავენ იმ აპათიას, რომელიც მერე ათქმევინებს ადამიანს, რომ პოლიტიკიდან არაფერი გამოდის", - განაცხადა მარგველაშვილმა.

წყარო: „ინტერპრესნიუსი"

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (3)
ჩაწერა სახელი
მედეა   (28.02.2020)
კოკაში შიგან რაცა დგას, იგივე წარმოდინდების . ნუ მაკადრებ ავსიტყვას, არ ეკადრება ქართულ ანბანს ასე უდიერად მოპყრობა, კი --კლავიატურას ნამდვილად ვავარჯიშებ, მ წ ე რ ა ლ ი ქალი ვარ, მიყვარს წერა, ვერ ვისვენებ ჩემი აზრი თუ არ დავაფიქსირე, ნუ შ ე მ ჯ ო რ ა ვ ამის გამო, ჩემო კეთილისმყოფელო. მოქალაქე ვარ და თამამად ვსარგებლობ მოქალაქის უფლებით! არ ვილანძღები, არ ავსიტყვაობ, პატივს ვცემ ჩემს გ ა მ ზ რ დ ე ლ ს , გაიგე?!

...   (28.02.2020)
medea stazhiani yleqala xar, mistiri dzvel dros da trakshi udzvrebi dzlierebs, cxovrebashi rac ar gagimartla, klaviaturidan inazgaureb

mედეა   (28.02.2020)
თქვენ რა გამოგივიდათ პოლიტიკიდან, ბატონო გიორგი? როგორი შემადგენლობით გამოვა მრავალპარტიული პარლამენტი 2020? შევარდნაძის დროს ხომ ვნახეთ რა ვაკხანალია იყო იმ უამრავპარტიულ პარლამენტში, მაშინ ძლიერი პოლიტიკოსი ე დ უ ა რ დ ი ბოჭავდა სიტუაციას, ახლა ვის დაუჯერებენ შალვასთან მსხდომები, ერთად რომ შეიყარონ პარლამენტში? რა ე შ ვ ე ლ ე ბ ა მაშინ ჩვენს ქვეყანას? ვის ი მ ე დ ზ ე ვიყოთ? თქვენ შეძლებთ მათი ამბიციების მოთოკვას, თუ ბოკერია, ბურჯანაძე და ა. შ.? ისევ სააკაშვილის დაბრუნება მოყვება მაგ ამბავს და 2008 წლის კატასტროფაც გ ა ნ მ ე ო რ დ ე ბ ა!! იცით ეს თქვენ, იცით დიდი სომხეთის, დიდი აზერბაიჯანის, დიდი ოსმალეთის და რუსეთის მ ზ ა კ ვ რ უ ლ ი გეგმები სუსტი საქართველოს მიმართ --არ შეიძლება არ იცოდეთ და მაინც ქ ა ო ს ი ს კ ე ნ ექაჩებით სამშობლოს! პრეზიდენტყოფილი რომ წააგებთ საარჩევნო უბანზე --სირცხვილი არ იქნება? მოთოკეთ ამბიციები, დასჯერდით იმ სიკეთეს რაც გამოიმეტა ღმერთმა თქვენთვის--5 წელი იყავით პირველი კაცი საქართველოში--იკმარეთ ეს! ამ ჩემს რჩევას ბევრი გაიზიარებს, თქვენდა სასიკეთოდ. "გაჩუმდი, იყავი შენთვის"--მუხრან მაჭავარიანს მაინც დაუჯერეთ!


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×