რეზონანსი
28.02.2020

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელში, ზუგდიდი-ანაკლიის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ადამიანი ემსხვერპლა.

ავარიის შედეგად დაღუპულებს შორის არიან ცოლ-ქმარი და მათი ნათესავი. ამასთან, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ორი პირი დაშავდა. დაშავებულები ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში არიან მოთავსებულები. დაშავებულთაგან ერთის მდგომარეობა მძიმეა.

შსს-ს ინფორმაციით, შემთხვევა წუხელ, გვიან ღამით მოხდა.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×