რეზონანსი
28.02.2020

ზუგდიდის მუნიციპალიტეტ სოფელ დარჩელის გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

მერის წარმომადგენლის დავით ბიგვავას  განაცხადებით, შემთხვევა წუხელ გვიან ღამით, დაახლოებით ორი საათისთვის მოხდა. ავტომანქანა ჯერ ბორდიურს შეეჯახა, შემდეგ ხეს და ჭიშკარს. მერის წარმომადგენლის განმარტებით, ავარიის შედეგად დაღუპულ ახალგაზრდებს შორის არის ცოლ-ქმარიც. ავტომობილი მაღალი სიჩქარით მოძრაობდა.

შემთხვევის დროს დაშავდა კიდევ ორი მამაკაცი, ისინი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში მოათავსეს.

ექიმების ინფორმაციით, მათგან ერთის მდგომარეობა მძიმეა და მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, მეორეს მდგომარეობა კი სტაბილურია.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×