რეზონანსი
28.02.2020

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, დღეს აღებული 24 სინჯიდან დიდი ალბათობით კორონავირუსის შემთხვევა კიდევ დადასტურდება, - ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მკაცრი რეჟიმები საზღვრებზე თანდათანობით დიდ შედეგს არ იძლევა.

„დღევანდელი რიცხვით ინფექციურ საავადმყოფოში დაკვირვების ქვეშ არის 29 მოქალაქე. დღეს გვაქვს აღებული 24 სინჯი, აქედან მაღალი ალბათობით არ გამოვრიცხავ, რომ გვქონდეს კიდევ დადებითი შემთხვევა. მაგრამ ჩვენ ამან არ უნდა დაგვაფრთხოს. მოგახსენეთ, რომ მიმდინარეობს სერიოზული ზრდა ევროპაში კორონავირუსული ინფექციის. დღეს მთლიანად მსოფლიოში დადასტურებული შემთხვევა არის 51 ქვეყანაში, გუშინდლიდან დღემდე დაემატა 6 ქვეყანაში ახალი შემთხვევების რაოდენობა - ლატვია, ნიგერია, ნიდერლანდები, ესტონეთი, ახალი ზელანდია, ბელარუსი. აქედან გამომდინარე ფრენების მკაცრი აკრძალვა, თუ მკაცრი რეჟიმები საზღვრებზე თანდათანობით დიდ შედეგს არ იძლევა, რამეთუ ინფექციას საზღვრების კონტროლით ვერ შეაჩერებ და უფრო მეტი ყურადღება გადადის ადამიანთა სავარაუდო შემთხვევათა იზოლიაციაზე და თვითიზოლაციაზე. თუ საჭიროა სამკურნალო სამედიცინო დახმარების ღონისძიებებზე", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამასთან, მისივე ინფორმაციით, დღევანდელი რიცხვით, კარანტიში საქართველოში 87 პირი იმყოფება.

„საჩხერეში - 31, 21 - აბასთუმანში და ასევე გამოიყო ბავშვთა განყოფილება ტუბცენტრში, რაც იზოლირებულია. აქ იმყოფება 35 ადამიანი", - განაცხადა გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის მეორე შემთხვევა დადასტურდა.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
28.02 2020   (28.02.2020)
არ შეგიძლიათ აკონტროლოთ აფთიაქები, რადგან პირბადეებზე ფასები საგრძნობლად გაზარდეს, ხალხზე საერთოდ არ ფიქრობენ, მხოლოდ კარგ სარგებელი ნახონ, რად უნდათ ოხრად თუ უნდა დარჩეთ, სჯობს საზოგადოებამ შეძლოს თავის დაცვა

მოქ.   (28.02.2020)
შვეიცარიაში, ერთი შემთხვევის გამო, ტარდება საგანგებო ღონისძიებები, იკრძალება ღონისძიებები, სადაც 1000-კაცზე მეტის შეკრებაა დაგეგმილი, გადაიდო, მთელი რიგი ღონისძიებები, როგორიცაა ავტოსალონის გახსნა, საათების გამოფენა გაყიდვა და მრავალი სხვა...


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×