რეზონანსი
28.02.2020

ადვოკატ მარიამ კულბაშვილის ძმა დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ჟურნალისტი ზაზა დავითაია სოციალურ ქსელში ავრცელებს. ჟურნალისტის თქმით, კარლო კუბლაშვილი ამჟამად დაკავებულის ფსიქიკურ მდგომარეობაზე პროკურორის დადგენილების საფუძველზე ტარდება ექსპერტიზა, დადებით შემთხვევაში მას გადაიყვანენ ხონის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, იძულებითი მკურნალობისათვის.

"მარიამ კუბლაშვილის ძმა დააკავეს, უფრო სწორი იქნება ითქვას, რომ იძულებით სამკურნალოდ გადაჰყავთ... ეს ფაქტი მარიამის ოჯახის ტკივილი და გასაჭირია. მარიამმა ია ფარულავასთან ინტერვიუს დროს მოკრძალებით დაადასტურა ის ფაქტი, რომ მისი ძმის ჯანმრთელობის (ფსიქიკური) მდგომარეობა არ იყო დამაკმაყოფილებელი. ბევრად ადრე, პირადად ჩემთან ინტერვიუში მარიამმა ისაუბრა მისი ოჯახის წინააღმდეგ "ნაციონალური მოძრაობის" მიერ განხორციელებულ რეპრესიებზე, სასტიკ რეჟიმზე, რაც მისმა ძმამ ორთაჭალის "ციხის ბუნტის" დროს გადაიტანა.

რატომ მოხვდა ციხეში? - მოჭიდავეების ქუჩის აქციის გამო. 3 წელი - უსამართლო სასჯელიც მოიხადა.მან დაკარგა ოჯახი, სამსახური და მისი ფსიქიკური პრობლემები სწორედ ნაცების, სააკოვის რეჟიმის მხრიდან რეპრესიის შედეგია!!!

კარჩაკეტილი ცხოვრებით ცხოვრობდა წლები, ჰქონდა მწვავე დეპრესია, მიეძალა მარიხუანას, დაკარგა მომავლის იმედი. აგრესიული იყო, როცა იხსენებდა, რა ნახა საკუთარი თვალით ციხეში, როგორ კლავდნენ და აწამებდნენ მის წინ ადამიანებს. საბოლოოდ მწვავე დეპრესია და სიმარტოვე უფრო მძიმე მდგომარეობაში გადაიზარდა.

ძმის ერთადერთი პატრონი და მარჩენალი მხოლოდ მარიამია...

რამდენიმე დღის წინ, მოულოდნელად, კარლო კუბლაშვილი გამოვიდა ეზოდან (მანამდე ის სულ ჩაკეტილი იყო და არც არავის უშვებდა სახლში), გამოავლინა აგრესია, მეზობლის ავტომანქანის ფარი დაამსხვრია, რის გამოც, მეზობელმა დარეკა პოლიციაში. მე პირადად ვესაუბრე მარიამს და მან დეტალურად მომიყვა ძმის დაკავების შესახებ. მჯერა, ყველაფერს მოაგვარებს ეს მაგარი გოგო!" - წერს ზაზა დავითაია.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×