რეზონანსი
28.02.2020

ჯანდაცვის სამინისტროში კორონავირუსთან დაკავშირებით მორიგი საგანგებო შეხვედრა გაიმართა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფრომაციით, უწყების წარმომადგენლებმა მინისტრს კონკრეტული ტექნიკური გამოწვევების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს და მათი გადაჭრის გეგმა დასახეს.

საუბარი შეეხო საკარანტინე ადგილების დამატებით მობილიზებას. განიხილეს შესაბამისი მარაგების საკითხები. ასევე სახმელეთო საზღვრებზე არსებული სიტუაცია.

„მე მოვისმინე, რა პრობლემა შეექმნათ ჩვენს გარკვეულ უწყებებს მუშაობის პროცესში, რათა იდენტიფიცირებული ყოფილიყო ეს პრობლემები. მათ მიეცათ შესაბამისი დავალებები. მობილიზებული არის ბათუმში ინფექციური საავადმყოფო, ასევე მობილიზებულია ქუთაისში ინფექციური საავადმყოფო. ჩვენ გვაქვს რესურსი ასევე ზუგდიდში, სადაც ამ ეტაპზე საჭიროება არ არსებობს. თბილისში მობილიზებული არის როგორც ინფექციური საავადმყოფო, ასევე ბოჭორიშვილის სახელობის საავადმყოფო. მობილიზებული არის ტუბდისპანსერი, რომელმაც ძალიან ოპერატიულ რეჟიმში დაცალა ეს საავადმყოფო პაციენტებისგან. ჩვენ გვაქვს აქ საკმარისი საწოლები, რათა დედაქალაქში მოხდეს პაციენტების განთავსება. ასევე საკარანტინე რეჟიმში მიმდინარეობს მუდმივი მუშაობა, რათა მგზავრები, რომლებსაც არ ესაჭიროებათ კარანტინი და გადაყვანა არის შესაძლებელი მათი თვითიზოლაციის პირობებში, დროულად მოხდეს გადაყვანა. მოსახლეობა მინდა დავამშვიდო, ჩვენ არ გვაქვს პანიკის და განგაშის საფუძველი, სიტუაცია არის კონტროლირებადი. ყველა უწყება მუშაობს თანმიმდევრულად და ძალიან ეფექტურად", - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
ჭორლეონე   (28.02.2020)
შენი არ ვიცი და მეკი სიამოვნებით მოვეფერებოდი. მევასება ეს ქალი

ბუბა   (28.02.2020)
შენი გაკონტროლებული არ გაიშვას შე დებილო შენა ამ ჩემანალას მართლა მინისტრი გონია თავი:-)))


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×