რეზონანსი
29.02.2020

ასეთი რეკომენდაცია მისცა თავის მრევლს რუმინეთის ეკლესიამ. რუმინეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მესვეურები, მორწმუნეებს სთხოვენ, რომ ტაძრებში ჯვარზე და ხატებზე მთხვევისგან თავი შეიკავონ. ზიარებისას კი საკუთარი კოვზები გამოიყენონ.

ეკლესიის განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს არის განსაკუთრებული ზომები, რომლებიც მიიღება მხოლოდ ეპიდემიის საფრთხის გამო.

რუმინეთის მართლმადიდებლურ ეკლესიას 16 მილიონი მორწმუნე ჰყავს, რაც მოსახლეობის 86% -ს შეადგენს.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×