რეზონანსი
29.02.2020

"ეს მაგარი ნაგაზი შერჩა მიშას" - ასე ეხმაურება ჟურნალისტი თამარ ჩერგოლეიშვილი თაკო ჩარკვიანის განცხადებებს და წერს, რომ მიხეილ სააკაშვილს პროპორციული არჩევნები არ აწყობს, თუ აბსოლუტურ ძალაუფლებას თავად არ დაიბრუნებს.

„ქუჩა ქუჩაო - იქიდან ყვიროდა. ქუჩა დადგა და მის სახელს ვერ ახსენებდნენ, იშლებოდა.

ერთიანი ფრონტიო - მის გარშემო ერთიანობას გულისხმობდა, თორემ იდეა მას არ ჰქონია. შეიკრა ერთიანი ფრონტი, ოღონდ არა ხელოვნურად, რომელიმე პერსონის გარშემო, არამედ ბუნებრივად - პროპორციულ არჩევნებზე და ლეიბორისტების ოფისში.

ახლა ეს გამოაგდო და პროცესის ჩაშლას ჩალიჩობს მონაწილეების მოღალატეებად გამოცხადებით.

მიზეზი ერთია - არ აინტერესებს სააკაშვილს ივანიშვილის დამარცხება, თუ თვითონ არ მოდის აბსოლუტური უმრავლესობით და პროპორციული არჩევნები არ უნდა იმიტომ, რომ აბსოლუტურ ძალაუფლებას ვერ ჩაიგდებს ხელში.

ეს დასავლეთის დედაქალაქებშიც კარგად იციან. ამიტომაა განსაკუთრებული სიფრთხილე საჭირო”, - წერს ჩერგოლეიშვილი.

თაკო ჩარკვიანმა კი ბოკერიზე ასეთი რამ დაწერა:

„ბოკერია ჩაერთო საქმეში მიშას ჯინაზე და გაერთიანებული ოპოზიციის მოლაპარაკებების მაგიდა იმიტომ კი არ შეიქმნა, რომ საქმის გაკეთება უნდოდა პროპორციულთან დაკავშირებით, არამედ მიშა სააკაშვილის ჯინაზე და გაერთიანებული ოპოზიციის – "ძალა ერთობაშია”-ს ჯინაზე გაკეთდა. ჯინაზე წარმართული საქმეები ყოველთვის საქართველოს წინააღმდეგ ბრუნდება ხოლმე“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×