რეზონანსი
29.02.2020

ამ დრომდე მძიმეა ახალგაზრდა კაცის მდგომარეობა, რომელიც ზუგდიდში გუშინ გვიან ღამით დაჭრეს.

არსებული ინფორმაციით, მას გულ-მკერდის და მუცლის არეში ჭრილობები ბასრი საგნით აქვს მიყენებული.

ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, სულხან ორჟონიას განცხადებით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და მას ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 117-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×