რეზონანსი
29.02.2020

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოს ტყეში მეორე დღეა, ხანძარია. ცეცხლი ქვედა საფარს და გამხმარ ხეებს უკიდია.

სტიიქის ზონაში სახანძრო ტექნის ბოლომდე მიყვანა ვერ ხერხდება. ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოებში, მეხანძრე-მაშველებთან ერთად, მოხალისეთა ჯგუფი მუშაობს.

რწმუნებულის ინფორმაციით, ქრობას უამინდობა და რთული რელიები აფერხებს. გიორგი ლაჩაშვილი, საჭიროების შემთხვევაში, სოფლიდან მოხალისეთა ჯგუფის გაგზავნას არ გამორიცხავს.

"გუშინ გაჩნდა ხანძარი, თავდაპირველად ცეცხლი ახმეტის მუნიციპალიტეტის ზემო ხოდაშენის ტორიტორიაზე იყო და შემდეგ უკვე იყალთოს ტყეზეც გადმოვიდა.გუშინვე მოვახდინეთ ცეცხლის თითქმის ჩაქრობა, თუმცა ძლიერმა ქარმა სამუშაოები შეაფერხა და ცეცხლი გააძლიერა.სახანძრო ტექნიკა ბოლომდე ვერ მიდის და მაშველები ფეხით მივიდნენ ადგილამდე,მათ ასევე სოფლიდან წასული მოხალისეთა ჯგუფი ეხმარება.საჭიროების შემთხვევაში,კიდევ წავლენ, "- განაცხადა გიორგი ლაჩაშვილმა.

საგანგებო სიტუაციეფის მართვის სამსახურია ინფორმაციით,სტიიქის ზონაში 20-მდე მეხანძრე-მაშველია.

ამის პარალელურად, ხანძარია თელავის მუნიციპალიტეტის,სოფელ ჩალაურის და თეთრიწყლებია ტყის მიმდებარედ.

 

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×