რეზონანსი
29.02.2020

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს ინფიცირებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და განაცხადა, რომ, ამ ეტაპზე, კარანტინში 170 ადამიანი იმყოფება.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო კარანტინში გადაყვანილ პირებს მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის გამოვლენისა და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებისთვის მადლობას უხდის.

საბჭოს სხდომაზე კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღინიშნა, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს, საქართველოს მთავრობა ძალიან აქტიურად თანამშრომლობს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან და სრულად მართავს პროცესს.

 

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
Мерико,   (29.02.2020)
Imedia gmerti ar gagvciravc, tkveni imedze naklebad vart..


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×