რეზონანსი
18.03.2020

მეცნიერები გვაფრთხილებენ, რომ დისტანციურად ცხოვრება შესაძლოა ერთი წელი ან უფრო მეტი დაგვჭირდეს. ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას გამოცემა VOX-ი.

მეცნიერები ამბობენ, რომ რთულ მდგომარეობაში ვართ. არჩევანი ასეთია: ერთი წლით დისტანციისა თუ იზოლაციის დაცვა ან კიდევ ათასობით ადამიანის სიკვდილი.

ცხოვრება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში რადიკალურად იცვლება. ჩვენ ფიზიკურად დაშორებულები ვართ ჩვენი ძვირფასი ხალხისგან, თავს ვარიდებთ ჩვენთვის საყვარელ საჯარო ადგილებს. Covid-19-ის პანდემიაზე რეაგირება გავლენას ახდენს ცხოვრების ყველა ასპექტში და ყველას გვაქვს სურვილი, რომ მალე დასრულდეს, მაგრამ ეს ბრძოლა შეიძლება არ დასრულდეს თვეებით ან ერთი წლის ან კიდევ უფრო მეტი.

ჯანდაცვის ექსპერტები თვლიან, რომ სოციალური დისტანცია საუკეთესო გზაა საშინელი კრიზისის თავიდან ასაცილებლად. ახალ სამეცნიერო დასკვნაში ხაზგასმულია, რომ  მხოლოდ ყველაზე მკაცრ დისტანციურ ზომებს შეუძლიათ ასობით ათასი ადამიანის სიკვდილის თავიდან აცილება.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
:(:(   (18.03.2020)
რას ბოდიალობთ მეცნიერებო.დაგვმხობია მსოფლიო თავზე და ეგაა.ასეც რომ იყოს, ნუ წერთ რა, თორე თვითმკვლელობების და გულის შეტევით დაღუპულთა რიცხვი გაასწრებს ვირუსით გარდაცვლილთა რიცხვს!


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×