რეზონანსი
25.03.2020

სუფთა ჰაერზე სეირნობა კარგია ჯანმრთელობისათვის, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს ჯგუფურად, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

პაატა იმნაძემ მოქალაქეებს მოუწოდა, მაქსიმალურად დაიცვან დისტანცია, მათ შორის მეგობრებთან ურთიერთობისას.

„სუფთა ჰაერზე სეირნობა კარგია ჯანმრთელობისათვის, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს ჯგუფურად. გუშინ ერთმა თქვა, ჩვენ მეგობრებთან ერთად ვსეირნობთ და უცხოებს არ ველაპარაკებითო. სამწუხაროდ, კონტაქტების შეზღუდვა მეგობრებსაც ეხება. დღეს ჩვენ რა შემთხვევებიც გვაქვს, ძირითადად ეს არის ან ოჯახური კლასტერები, ან სამეგობრო წრეში გავრცელებული. ასეთ დროს, თვითიზოლაციაში როდესაც არის ადამიანი მაქსიმალურად უნდა შევამციროთ ყველა ახლო კონტაქტი, მათ შორის ოჯახის წევრებსა და ახლო მეგობრებს შორისაც კი. ყველამ სწორად გაიგეთ, არ ნიშნავს, რომ ოჯახის წევრები ერთმანეთს არ უნდა დაელაპარაკონ, მაგრამ მანძილი რომ დავიცვათ ლაპარაკის დროსაც კარგი იქნება. ღია სივრცეში ეს დისტანცია არის მინიმუმ მეტრნახევარი, დახურულ სივრცეში მინიმუმ ორი მეტრი", - განაცხადა პაატა იმნაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×