რეზონანსი
25.03.2020

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისში არსებულ საკარანტინო ზონებს მოქალაქეთა ნაწილი დღეს დატოვებს.

მისივე თქმით, რაიონებში მცხოვრებ მოქალაქეებს, რომლებიც ახალი კორონავირუსის პრევენციის მიზნით კარანტინში თბილისში არსებულ სასტუმროებში იყვნენ გადაყვანილები, საკუთარ საცხოვრებელ რაიონში თბილისის მერია გადაიყვანს.

ამასთან, როგორც კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ვირუსის გავრცელების აღსაკვეთად დამატებითი შეზღუდვები, ამ ეტაპზე, არ იგეგმება.

„საკარანტინო ადგილებს დღეს ბევრი ადამიანი ტოვებს. ასევე, მინდა ინფორმაცია მოგაწოდოთ, რომ თბილისში მყოფი ადამიანები, ვინც სხვადასხვა სასტუმროებში იყვნენ განთავსებულები რეგიონებიდან, დედაქალაქის მერია უზრუნველყოფს ამ ადამიანების გადაყვანას თავიანთ საცხოვრებელ რაიონებსა და ქალაქებში", - განაცხადა კალაძემ.

 

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×