რეზონანსი
25.03.2020

ახალი კორონავირუსის, „კოვიდ 19"-ის საფრთხის გამო, აზერბაიჯანი ირანთან საზღვარს 20 აპრილამდე ჩაკეტავს. ამის შესახებ აზერბაიჯანის მინისტრთა კაბინეტთან არსებულ ოპერატიულ შტაბში განაცხადეს.

აზერბაიჯანის მთავრობის გადაწყვეტილებით, საზღვრის ჩაკეტვის ვადები გახანგრძლივდა.

ქვეყნის ხელმძღვანელობამ ირანთან საზღვრის დროებით დაკეტვის გადაწყვეტილება 29 თებერვალს მიიღო.

ამ დროისთვის, აზერბაიჯანში „კოვიდ-19" 87 ადამიანს დაუდასტურდა, 10 გამოჯანმრთელდა, ერთი კი, გარდაიცვალა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი ტიპის კორონავირუსის მსოფლიო პანდემია 11 მარტს გამოაცხადა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×