,,დარჩი სახლში, ჩვენ დაგაზღვევთ!“ - ,,ჯიპიაი ჰოლდინგი“ ონლაინ მომართვიანობის კვირის შედეგებს აჯამებს
რეზონანსი
25.03.2020

,,ჯიპიაი ჰოლდინგი“, რომელიც მისი დაზღვეულებისა და თანამშრომლების უსაფრთხოებისათვის  სრულად დისტანციურ რეჟიმში მუშაობს, დაზღვეულების  მომსახურებას შეფერხების გარეშე განაგრძობს. 

კომპანიის ციფრული სერვისები საშუალებას აძლევს მომხმარებელს, სასურველი მომსახურება დროულად და სახლიდან გაუსვლელად მიიღოს. ხარვეზების თავიდან ასაცილებლად და სრულყოფილი თანამშრომლობისათვის ,,ჯიპიაი ჰოლდინგი“ ყურადღებით ადევნებს თვალს მომხმარებლის სურვილებსა და ქცევას. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ონლაინ მიმართვიანობის რაოდენობა მკვეთრად გაზრდილია. ანაზღაურების მისაღებად დისტანციური მომსახურებით 12-ჯერ უფრო მეტმა დაზღვეულმა ისარგებლა, ვიდრე სერვის ცენტრებთან არსებული ყუთებით (რაც ასევე დისტანციური მომსახურების ფარგლებში მეტი უსაფრთხოებისათვის განთავსდა). 39 000-ზე მეტია ოჯახის ექიმის მიერ დისტანციურად გაფორმებული მიმართვების რაოდენობა. 1000-ზე მეტმა დაზღვეულმა კი მიმართვის შექმნის ე.წ. თვითმომსახურებით დაზღევის პორტალიდან ისარგებლა. მოსახერხებელი აღმოჩნდა ჩვენი დაზღვეულებისათვის სატელეფონო კონსულტაციაც. გასული 7 დღის განმავლობაში კლინიკა კურაციოს ოჯახის ექიმებმა და პედიატრებმა 1500-ზე მეტ პაციენტს, შესაბამისი სამედიცინო რჩევები ტელეფონის საშუალებით გაუწიეს.

თინათნ სტამბოლიშვილი, “ჯიპიაი ჰოლდინგის” კომუნიკაციების დირექტორი: ,,უხილავმა ვირუსმა მსოფლიო და მათ შორის საქართველო ახალი რეალობის წინაშე დააყენა. ,,დარჩი სახლში, ჩვენ დაგაზღვევთ“ – ასე პასუხობს ,,ჯიპიაი ჰოლდინგი“ ამ გამოწვევას და მომხმარებელს დისტანციურად, უწყვეტ რეჟიმში ემსახურება. ჩვენი დაზღვეულებისათვის ,,ჯიპიაის“ ონლაინ სერვისები სიახლე არ არის, უკვე სამი წელია დაზღვეულები ამ მომსახურებით სარგებლობენ, თუმცა აღსანიშნავია მკვეთრად გაზრდილი, სასიხარულო მაჩვენებლი. თუ აქამდე დისტანციურ მომსახურებას დაზღვეულების 40% ანიჭებდა აპირატესობას, ახალა ეს მაჩვენებელი 90%-მდე გაიზარდა.  ვფიქრობთ, შექმნილ რთულ სიტუაციაში, მაშინ როდესაც ქვეყანა ვირუსს ებრძვის, ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ,,ჯიპიაი ჰოლდინგი“ მადლობას უხდის დაზღვეულებს თანამშრომლობისათვის. ეს თანამშრომლობა ორმხრივია - ,,დარჩით სახლში ჩვენ დაგაზღვევთ“.

„ჯიპიაი ჰოლდინგი“ დაზღვეულებს დისტანციურად - ვებპორტალის ან აპლიკაციით, სთავაზობს სამედიცინო და სტომატოლოგიური მომსახურების ანაზღაურებას, შესაძლებელია ექიმის მიმართვის შექმნა ონლაინ რეჟიმში, საგარანტიო წერილის მიღება სახლიდან გაუსვლელად, დაზღვევს პრემიის დისტანციურად გადახდა ან სადაზღვევო პოლისის შეძენა. საჭირობის შემთხვევაში ,,ჯიპიაის თანამშრომლები სასურველი, პაკეტის შერჩევაშიც დისტანციურად დაგეხმარებიან. 24 საათიან რეჟიმში მუშაობს ცხელი ხაზი: 2505111 და ონლაინ დახმარების სერვისი კომპანიის ოფიციალური ფეისბუქ გვერდიდან.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×