რეზონანსი
25.03.2020

არის თუ არა ნიკოლოზ გამყრელიძე გამოჯანმრთელებულ პაციენტებს შორის, - ამის შესახებ ბოქსირებული განყოფილების უფროსი, მარინა ენდელაძე „ტვ პირველის" ეთერში საუბრობს.

„ნიკა გამყრელიძე კლინიკურად გამოჯანმრთელებულია, რადიოლოგიურადაც, რა თქმა უნდა, ძალიან კარგი მდგომარეობა აქვს. თუმცა, ჯერჯერობით, ვაწარმოებთ დაკვირვებას და ერთ-ორ დღეში აუცილებლად გაეწერება. კლინიკურად კარგად არის, აბსოლუტურად დამაკმაყოფილებელია", - ამბობს ენდელაძე.

ამირან გამყრელიძის ვაჟი, ნიკოლოზ გამყრელიძე ინფექციურ საავადმყოფოში ვირუსის დადასტურების შემდეგ 7 მარტს გადაიყვანეს. მანამდე ის თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 73-ს შეადგენს. მათგან 10 გამოჯანმრთელდა.

კარანტინის რეჟიმში 4055, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 252 ადამიანი იმყოფება.

 

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×